#რადიოკალენდარი -  მიხეილ თარხნიშვილის დაბადებიდან 125 წელი
#რადიოკალენდარი -  მიხეილ თარხნიშვილის დაბადებიდან 125 წელი
ქართველ თეოლოგის, კათოლიკე სასულიერო პირის, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის დაბადებიდან 125 წელი შესრულდა.
მიხეილ თარხნიშვილის მოსწავლე, ბელგიელი ქართველოლოგი ჟერარ გარიტი ამბობდა, რომ „არ არსებობს საქართველოს ისტორიის, მისი ენის, ლიტერატურისა და ლიტურგიის დარგი, მათი მიმართება მეზობელი ქვეყნების ლიტერატურასა და ეკლესიასთან, რომელშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი არ შეეტანოს მიხეილ თარხნიშვილს, მან პირველმა დაანახა დასავლელ მკვლევარებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური“.

„რადიოკალენდარში“ აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი, მღვდელ-მონოზონი ლეონიდე ებრალიძე საუბრობს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: