#რადიოკალენდარი - ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილე
#რადიოკალენდარი - ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილე
1922 წელს, ლადო გუდიაშვილმა პარიზის „ლა ლიკორნის“ გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, კარგი გამოხმაურებები ჰქონდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. არადა, საქართველოში უკვე საბჭოთა ხელისუფლებაა დამყარებული, 1924 წლის აჯანყება ჩახშობილია, უამრავი ადამიანია რეპესირებული, დახვრეტილი, გადასახლებული, პირველი რესპუბლიკის მთავრობა პარიზშია, ლევილში, ემიგრაციაში. არ შეიძლებოდა მას ეს ყველაფერი არ სცოდნოდა. მაგრამ ჩამოსვლა მაინც გადაწყვიტა და 1926 წელს, ფრანგული გემით დაბრუნდა.
როგორ წარიმართა ლადო გუდიაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება შემდეგში. ამ თემაზე „რადიოკალენდარში“ ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე საუბრობს.