რადიოკალენდარი - იაკობ ნიკოლაძე 145
რადიოკალენდარი - იაკობ ნიკოლაძე 145
„ვნახე შენი ქანდაკება, არ სჭირდება მაგას ქება“ – ასე ჩაუწერია აკაკი წერეთელს შთაბეჭდილებათა წიგნში, მას შემდეგ რაც იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები დაათვალიერა. ბევრია იმდროინდელი ასეთი შთაბეჭდილება პირველი ქართველი მოქანდაკის შესახებ, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ შეიტყო. მოქანდაკეს გაუჩნდა სურვილი, რომ ილიას ძეგლი გაეკეთებინა. ექვსწლიანი პროცესი 1913 წელს დასრულდა, მთაწმინდაზე გაიხსნა ილიას საფლავი „მწუხარე საქართველო“.
იაკობ ნიკოლაძის დაბადებიდან 145 წელი შესრულდა. „რადიოკალენდარში“ ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: