#რადიოკალენდარი - დავით კაკაბაძე - 130
#რადიოკალენდარი - დავით კაკაბაძე - 130

ფერმწერს, გრაფიკოსს, თეატრისა და კინოს მხატვარს, ხელოვნების მკვლევარს, გამომგონებელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წელი უსრულდება. თიბისი გალერეაში მისი საიუბილეო გამოფენა მოეწყო, სადაც მხატვრის შემოქმედება რამდენიმე მიმართულებით იქნა წარმოდგენილი, გამოიცა ალბომი, დავით კაკაბაძის ფონდს საიუბილეო სხვა საინტერესო პროექტებიც აქვს დაგეგმილი. გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე დავით კაკაბაძის შვილიშვილს, დავით კაკაბაძის ფონდის ხელმძღვანელს მარიამ კაკაბაძეს ესაუბრება.