რადიოკალენდარი - ცეკვის საერთაშორისო დღე
რადიოკალენდარი - ცეკვის საერთაშორისო დღე
  • 29 აპრილს, ცეკვის საერთაშორისო დღე წელს მე-40 აღინიშნება. ქორეოგრაფიაში ყველა სტილის აღსანიშნავად, იუნესკომ ეს დღე 1982 წელს დააარსა. რადგან ეს დღე ყველა სტილს და მიმდინარეობას აერთიანებს ქორეოგრაფიაში, რა თქმა უნდა მას აღნიშნავენ კლასიკური საბალეტო კომპანიები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, რომელიც დიდი პრემიერისთვის ემზადება. პრემიერიდან 65 წლის შემდეგ სცენაზე ბრუნდება ალექსი მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო“, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით. „რადიოკალენდარში“ ამ თემაზე ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი საუბრობს.