რადიოკალენდარი - 100 წელი ოპერა „დაისის“ დადგმიდან I 20.04.2023
რადიოკალენდარი - 100 წელი ოპერა „დაისის“ დადგმიდან I 20.04.2023

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ პირველი დადგმიდან 100 წლის თავზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი „დაისის“ პრემიერაზე იწვევს მაყურებელს.

29 აპრილს იქნება წარმოდგენილი ახალი სპექტაკლი, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლავთ, დამდგმელი დირიჟორი რევაზ ტაკიძე, სცენოგრაფია, განათება, კოსტიუმები გიორგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის.

პრემიერის წინ სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ტაკიძე „რადიოკალენდარში“ საუბრობს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: