რადიოკალენდარი - 100 წელი მურმან ლებანიძის დაბადებიდან I 10.11.2022
რადიოკალენდარი - 100 წელი მურმან ლებანიძის დაბადებიდან I 10.11.2022

14 ნოემბერს ცნობილ ქართველ პოეტს მურმან ლებანიძეს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება. საქართველოში მურმან ლებანიძის ლექსებზე თაობები გაიზარდა.

პოეტი თარგმნიდა, წერდა პროზაულ ჩანაწერებს, იყო გამორჩეული გამომცემელი, სიცოცხლის ბოლო წლებში რუსთაველის და სახელმწიფო პრემიების კომიტეტს თავმჯდომარეობდა, მაგრამ იგი უპირველესად იყო პოეტი, რომელმაც მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში საკუთარი, გამორჩეული ადგილი და როგორც თავად ამბობდა, ლექსების ორი ტომი დაგვიტოვა.

რადიოკალენდარში მურმან ლებანიძეზე ვსაუბრობთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის უნიკალურ ჩანაწერებს გთავაზობთ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: