რადიო ექსპრესი - უკრაინული ხალხური იავნანა და ჯორჯ გერშვინის Summertime ოპერიდან „პორგი და ბესი“ I 23.12.2024
- 1929 წელს, „კარნეგი ჰოლში“ გერშვინმა პირველად მოისმინა ძველი უკრაინული იავნანა „Ой ходить сон, коло вікон“;
- ალექსანდრ კოშიცი;
- უკრაინა 1918-21 წლებში;
- სიმონ პეტლიურა და მისი ინიციატივით ჩამოყალიბდება უკრაინის ეროვნული კაპელა, რომლის მისიაც უკრაინის ფარგლებს გარეთ ეროვნული მუსიკისა და კულტურის ფართო პოპულარიზაცია იყო;
- ზე წარმატებული ტური – ჩეხოსლოვაკიით იწყება, რომელსაც ერთმანეთზე წარმატებული გამოსვლები მოჰყვა შვეიცარიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და ინგლისში;
- სწორედ ამ ტურნეს მიმდინარეობისას ბოლშევიკები შეიჭრნენ უკრაინაში და ეროვნული მთავრობა დაამხეს. ალექსანდრ კოშიცი იღებს გადაწყვეტილებას სამშობლოში აღარ დაბრუნდეს და 1922 წლიდან, თავის გუნდთან ერთად, ატლანტის ოკეანის გაღმა, ამერიკის კონტინენტზე აგრძელებს ტრიუმფალური საკონცერტო მსვლელობებით უკრაინის კულტურის პოპულარიზაციას;
- კაპელა წარმატებით წარსდგა კანადის, მექსიკისა და ბრაზილიის სცენებზე. გუნდმა მაყურებელთა დასწრების რაოდენობის მაჩვენებლით (თუ დიდ სპორტულ ღონისძიებებს არ ჩავთვლით) ყველა დროის რეკორდი მოხსნა;
- ალექსანდრ კოშიცის მოღვაწეობამ არა მხოლოდ ლეგენდარული ამერიკელი კომპოზიტორის, ჯორჯ გერშვინის შთაგონება შეძლო, არამედ სხვა ცნობილი მელოდიებიც აჩუქა მსოფლიოს, რომელთა უკრაინის ეროვნული მუსიკალური საგანძურიდან წარმომავლობის შესახებ დღეს ცოტამ თუ იცის და რის თაობაზეც დაწვრილებით ინფორმაციას გადაცემაში მოისმენთ.
სტუმარი: ლაშა გასვიანი – ხელოვნების მკვლევარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
