რადიო ექსპრესი - უძველესი ევროპული საგამომცემლო სახლები, სტამბები და ... საქართველო I 17.12.2024
- 1488 წელს ბაზელში დაარსებული იოჰან პეტრის საგამომცემლო სახლი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს (ამ სახლის მიერ არის დაბეჭდილი სებასტიან მიუნსტერის ორი უნიკალური წიგნი „პროლემაიოსის გეოგრაფია“ (1540) და „კოსმოგრაფია“ (1544).
- ნიურნბერგში დაარსებული ანტონ კობერგერის სტამბა, რომელმაც 1493 წელს გამოსცა ჰარტმან შედელის ეპოქალური მნიშვნელობის ენციკლოპედიური ნაშრომი „ქრონიკების წიგნი“ (იგივე „ნიურნბერგის ქრონიკები“).
- იოჰან ბაპტისტ ჰომანის საგამომცემლო სახლი, რომელმაც 1716 წელს გამოსცა ჰომანის ლეგენდარული ატლასი „დიდი ატლასი“.
- ნიდერლანდური საგამომცემლო გიგანტი – პიტერ ვან დერ აა-ს სტამბა, რომელმაც 1700-იანი წლების დასაწყისში საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი ტექსტი, წიგნი და რუკა გამოსცა, მათ შორის ლამბერტის რუკა და „სამეგრელოს აღწერის“ თარგმანი.
- იბრაჰიმ მუტეფერიკას მიერ 1729 წელს დაარსებული ოსმალური სტამბა, რომლის სულისჩამდგმელად ქართული წარმოშობის ოსმალო დიპლომატი მეჰმედ ეფენდი და მისი ვაჟი, ასევე დიპლომატი და დიდი ვეზირი, მეჰმედ-საიდ ფაშა ითვლებიან.
სტუმარი: გიორგი სორდია – ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
