რადიო ექსპრესი - საქართველო და პროექტი „აბრეᲨუმის გზა“ I 05.05.2025
რადიო ექსპრესი - საქართველო და პროექტი „აბრეᲨუმის გზა“ I 05.05.2025
  • საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი, უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ მაგისტრალს წარმოადგენდა.
  • აღმოსავლეთ შავი ზღვისპირა ფიჭვნარის უძველესი სამაროვანის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთ საქართველო) არქეოლოგიური გათხრების დროს, ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ერთ-ერთი სამარხის ხის კუბოს ლურსმნიდან აღებულ სინჯში კავკასიისა და ევროპის მასშტაბით ჯერ-ჯერობით უძველესი აბრეშუმის ნაშთი დადასტურდა.
  •  ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. I – ახ. წ. I სს.) ახსენებს საქართველოზე გამავალ ოთხ დიდ სავაჭრო-საქარავნო გზას, რომლებიც კოლხეთსა და იბერიაში გადიოდა.
  •  „აბრეშუმის დიდი გზის“ ძირითადი მონაკვეთის საქართველოში გადმოტანის მცდელობას ჰქონდა ადგილი VI საუკუნის მეორე ნახევარში.
  •  ქალაქი თბილისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. თბილისი უკავშირდებოდა სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მუსლიმურ ცენტრებს.
  •  XVIII საუკუნის დასაწყისში საფრანგეთთან აბრეშუმით სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას შეეცადა მეფე ვახტანგ VI (1716-1724). 1713 წელს მისი წარმომადგენელი სულხან-საბა ორბელიანი იტალიასა და საფრანგეთში გაემგზავრა და ლუი XIV-ს სპარსეთიდან საქართველოს გავლით აბრეშუმის მიწოდება შესთავაზა.

სტუმრები: ნიკოლოზ მურღულია – არქეოლოგი; ბესიკ ლორთქიფანიძე – ისტორიკოსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: