რადიო ექსპრესი - „ქართული“ ტანკის საოცარი და სევდიანი ოდისეა ანუ „თებერვლის ტანკები“ I 16.06.2025
რადიო ექსპრესი - „ქართული“ ტანკის საოცარი და სევდიანი ოდისეა ანუ „თებერვლის ტანკები“ I 16.06.2025

დიმიტრი სილაქაძის წიგნის „თებერვლის ტანკების“ წინასიტყვაობა:

  •  1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად – ბრძოლის ველზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები.
  •  ბრძოლა თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თუ რა შედეგით დასრულდა წითელი არმიის ტანკებისა და ქართული გვარდიის ქვეითების შეტაკება, ამაზე აქამდე ორი ვერსია გვქონდა: რუსული და ქართული.
  •  ამ წიგნში კი, დღემდე ცნობილი წყაროებისა თუ უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღდგენილი და ნაჩვენებია შეტაკების რეალური სურათი და მიკვლეული ბრძოლის ველი.
  •  ამ მთავარი თემის გარდა, გამოცემაში საუბარია იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდების შესახებ, აგრეთვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ტანკებზე და იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი 1945 წლის მაისში ბერლინში.

სტუმარი: დიმიტრი სილაქაძე – ისტორიკოსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: