რადიო ექსპრესი - მან პირველმა დადგა „ვეფხისტყაოსანი“ - სერჟ ლიფარი 1946 წლის 5 მაისს, მონტე-კარლოს საოპერო თეატრში დგავს ბალეტს - „შოთა რუსთაველი“ I 07.07.2025
მთლიანად ამ საოცარ ამბავზე დოკუმენტური ან მხავტრული სათავგადასავალო (ავანტიურისტული) სერიალის გადაღებაც შეიძლება.
ოფიციალურად კი:
ბალეტის ლიბრეტოს ავტორები გახლდათ თვითონ ლიფარი და ცნობილი თეატრმცოდნე ნიკოლაი ევრეინოვი.
ნაწარმოების მუსიკა სამმა კომპოზიტორმა შექმნა: არტურ ონეგერი (I-IV მოქმ.), ალექსანდრ ჩერეპნინი (II მოქმ.) და უნგრული წარმოშობის ტიბორ ჰორშანი (III მოქმ.).
ბალეტის მხატვრული გაფორმება ცნობილმა თეატრის მხატვარმა, ალექსანდრე შერვაშიძემ და კონსტანტინ ნეპომ ითავეს.
ნაწარმოების მთავარ მოქმედ გმირებს სახელგანთქმული ფრანგი მოცეკვავე ვარსკვლავები ცეკვავდნენ:
- ივეტ შოვირე (ნესტან-დარეჯანი);
- იული ალგაროვი (ტარიელი);
- ჟანინ შარა (თინათინი);
- ვლადიმირ სკურატოვი (ავთანდილი);
- ალექსანდრ კალიუჟნი (ქაჯთა ბელადი);
- ზიზი ჟანმერი (ანგელოზი) და სხვა.
სტუმარი: ლაშა გასვიანი – ხელოვნებათმცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
