რადიო ექსპრესი - ისევ მონტე კრლოში სერჟ ლიფარის მიერ დადგმული ბალეტის, „შოთა რუსთაველის“ (1946 წ.) შესახებ და ალექსანდრე ჩერეპნინი I 27.01.2026
რადიო ექსპრესი - ისევ მონტე კრლოში სერჟ ლიფარის მიერ დადგმული ბალეტის, „შოთა რუსთაველის“ (1946 წ.) შესახებ და ალექსანდრე ჩერეპნინი I 27.01.2026

ქართული პუბლიკისთვის 60 წლის მანძილზე უცნობი ინტერვიუ საქართველოზე.

– 1962 წელი, ჩიკაგო. WFMT რადიო და მისი ლეგენდარული წამყვანი – სტადს ტერკელი;

– მოწვეული სტუმარი: წარმოშობით რუსი, ამერიკელი კომპოზიტორი ალექსანდრ ჩერეპნინი;

– ალექსანდრეს მამა, ნიკოლაი ჩერეპნინი თბილისის კონსერვატორიის ერთ-ერთი პირველი რექტორი;

– ინტერვიუს დიდი ნაწილი ეხება საქართველოს და 1917-20 წლებში ქვეყანაში განვითარებულ პერიპეტიებს, ასევე, ქართულ ხელოვნებას, პროფესიულ მუსიკას, ხალხურ ცეკვასა და პოლიფონიას. კერძოდ, 1960 წლის „სუხიშვილების“ ტრიუმფალურ გასტროლს აშშ-ში;

– საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა არის ალექსანდრე ჩერეპნინის მიერ შექმნილი მუსიკა ბალეტ „შოთა რუსთაველის“ მეორე მოქმედებიდან, რომელიც პარიზის გრანდ ოპერას დირექტორმა, სერჟ ლიფარმა დადგა მონტე-კარლოში 1946 წელს.

სტუმარი: ლაშა გასვიანი – ხელოვნებათმცოდნე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: