რადიო ექსპრესი - ისევ ერეკლე II და ... ქართული თეატრის სათავეებთან I 20.01.2026
რადიო ექსპრესი - ისევ ერეკლე II და ... ქართული თეატრის სათავეებთან I 20.01.2026

ერეკლე მეფის ეპოქაში ჩამოყალიბდა სამეფო კარის თეატრი, რომელსაც ქართული დრამატურგიის მამამთავარი გიორგი ავალიშვილი ხელმძღვანელობდა. ეს იყო კლასიცისტური თეატრი, რომელიც ემსახურებოდა ქართველ თავადებს.

სამეფო კარის თეატის პარალელურად ჩამოყალიბდა გაბრიელ მაიორის საერო თეატრი, რომელიც ძირითადად კომედიებს დგამდა.

ამავდროულად ფუნქციონირებდა სახალო თეატრი მაჩაბელას ხელმძღვანელობით, რომელიც იყო ნიღბების იმპროვიზირებული თეატრი. იმდენად პოპულარული იყო მაჩაბელას დასი, რომ ერეკლემ სამეფო კარზეც მიიწვია.

სამივე თეატრმა არსებობა 1795 წელს, კრწანისის ომის შემდეგ შეწყვიტა.

სტუმარი: ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: