რადიო ექსპრესი – გრიბოედოვის ქუჩის აჩრდილები (პირველი ნაწილი) I 20.10.2026

18:46, 20.10.2026
-0:00
  • 1809 წელს პოლკოვნიკ ბანოვის მიერ დაპროექტდა ბესიკის (დავითის) და გრიბოედოვის (კომენდანტის) ქუჩები;
  • სახლ ნომერ პირველზე განთავსებული მემორიალური დაფა გვამცნობს, რომ ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ და „ივერია“ გამოსაცემად 1863-1879 წლებში აქ მზადდებოდა;
  • სამწუხაროდ დროსთან უძლურია ეს საგანძური და გამოჩნდა ადამიანი, ნოდარ დუგლაძე და გზა – პროექტი „გიგანტური წიგნები“, თაობებისათვის წარსულის შენახვის;
  • სახლი N4 ორი გამორჩეული ადამიანის ხსოვნას ინახავს – სოპრანო მაია თომაძე და ექიმი, საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ გაჩეჩილაძე;
  • სახლი ნომერი 23 ლეგენდარულ ექიმს ლადო ანდრონიკაშვილს გვახსენებს;
  • 1905 წელს სამუსიკო სასწავლებლისთვის აშენებული შენობა 1917 წლიდან კონსერვატორიის შენობა გახდა და ის ორი ნომრით არის აღნიშნული – 8 და 10;
  • სწორედ 10 ნომერში ცხოვრობდა პროლეტარი პოეტი სანდრო ეული, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად პირველი დირექტორის – გეხტმანის მოხსნის შემდეგ დანიშნეს.

სტუმარი: ნინო გედენიძე – მკვლევარი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი