რადიო ექსპრესი – ფენომენი სახელად ვახუშტი ბატონიშვილი I 10.11.2026

18:15, 10.11.2026
-0:00
  • მთარგმნელი, ლეკსიკოგრაფი, გეოგრაფოსი, ისტორიკოსი. საფუძვლიანად იცნობდა ქრისტიანულ მწერლობას, ასტრონომიას, მედიცინას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას, მათემატიკას და სხვა დარგებს. იგი ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, თურქულ, სომხურ, ფრანგულ და რუსულ ენებს!..
  • ქართლის მეფე ვახტანგ VI – „სწავლულ კაცთა კომისიის შემქმნელი“, „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქციის მომზადების ინიციატორი, სტამბის დამაარსებელი, „ვეფხისტყაოსნისა“ და „სახარების“ პირველი გამომცემელი, ისტორიკოსი, სამართლის წიგნთა შემდგენელი, რედაქტორი, ტექსტოლოგი და… ასტროლოგიური თხზულებების მთარგმნელი, შემქმნელი, ავტორი ჩვენამდე მოღწეული პირველი ქიმიის კრებულისა.
  • სულხან-საბა ორბელიანი – დიპლომატი, მწერალი, ქართული სახელმწიფოს პირველი ელჩი იმ დროს სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებში – იტალიასა და საფრანგეთში.
  • ანტონ I – ქართლის კათალიკოსი, რომელიც იყო: ფილოლოგი, ტექსტოლოგი, გრამატიკოსი, პედაგოგი და, რაც ნაკლებადცნობილია – ფიზიკოსი! ის თარგმნიდა ვოლფის ფიზიკას, ქმნიდა ფიზიკისა და არითმეტიკის სახელმძღვნელოებს!…
  • ნიკოლოზ თბილელი, იგივე ნიკოლოზ ორბელიანი – სულხან-საბას ძმა, მწერალი, კალიგრაფი – კალიგრაფიის ახალი სტილისა და სახელმძღვანელოს შემქმნელი, მასწავლებელი, ვახტანგ VI-ის სტამბის რედაქტორი, რომელმაც ათობით წიგნი მოამზადა დასაბეჭდად.

სტუმარი: ნესტან ბაგაური – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი