რადიო ექსპრესი - ელ-სალვადორის სასწაული თუ დანაღმული მომავალი? I 16.06.2026
რადიო ექსპრესი - ელ-სალვადორის სასწაული თუ დანაღმული მომავალი? I 16.06.2026

სულ რამდენიმე წლის წინ ეს ქვეყანა „მსოფლიოს მკვლელობების დედაქალაქად“ ითვლებოდა, სადაც ტერორსა და გამოძალვას სასტიკი ქუჩის ბანდები მკაცრად აკონტროლებდნენ. ხალხი შიშში ცხოვრობდა, სახელმწიფო კი პრაქტიკულად არ არსებობდა.

თუმცა, პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მან კრიმინალს უპრეცედენტო, უმკაცრესი რეფორმები დაუპირისპირა: გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, სამხედროები ქუჩებში გამოიყვანა, ააშენა კონტინენტის უდიდესი მეგა-ციხე და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, ერთიანად გისოსებს მიღმა გამოკეტა 80,000-მდე ბანდიტი.

ბუკელემ სალვადორელებს უსაფრთხოება დემოკრატიის სანაცვლოდ მიჰყიდა. მოკლევადიან პერსპექტივაში მან სასწაული მოახდინა, მაგრამ გრძელვადიანად – ქვეყანა ნაღმზე დასვა.

ან პირიქით.

სტუმარი: ლევან ფესვიანიძე – მმართვის საქმის დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: