რადიო ექსპრესი - 1832 წლის შეთქმულების საიდუმლო მიმოწერისა და ინფორმაციის გაცვლისათვის გამოყენებული კრიპტოგრაფიული მეთოდები I 03.03.2026
გადაცემაში ვისაუბრეთ – 1832 წლის შეთქმულების კრიპტოგრაფიული მეთოდების ანუ შეთქმულთა შორის საიდუმლო მიმოწერისა და ინფორმაციის გაცვლისათვის გამოყენებული ისეთი საშუალებების შესახებ, როგორებიცაა:
- სპეციალური ქაღალდის ტრაფარეტი („ამოჭრილი ქაღალდი“, რუს. «Рамка»);
- საიდუმლო ანბანი, შექმნილი ფილადელფოს კიკნაძის მიერ ქართული მხედრული და ხუცური, აგრეთვე რუსული და ლათინური ანბანის გამოყენებით;
- კოდური ელემენტები ანუ დაშიფვრისთვის განკუთვნილი სიტყვები, შესიტყვებები და ფრაზები.
სტუმარი: მაია ცერცვაძე – ლიტერატურათმცოდნე, ისტორიის დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
