რადიო ექსპრესი - 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოფენბახის დაკარგული ოპერა - „ქართველი ქალები“ I 31.03.2025
რადიო ექსპრესი - 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოფენბახის დაკარგული ოპერა - „ქართველი ქალები“ I 31.03.2025
  • პრემიერა პარიზში – 1864 წლის 16 მარტი.
  • ლიბრეტოს ავტორი ჟიულ მუანო, რომლის შექმნაშიც მას დახმარება დიდმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმა-მამამ გაუწია.
  • ნაწარმოების ტრიუმფი – ევროპის თითქმის ყველა მეგაპოლისი: ვენა, ბრიუსელი, ბრესლაუ, ბერლინი, მადრიდი, ლონდონი და 1871 წლიდან მისი ოკეანისგაღმა პრემიერა ამერიკაშიც შედგა.
  • ნიუ იორკის „გრანდ ოპერა ჰაუსში“ ბუფონადას 100-ზე მეტი წარმოდგენა უჩვენეს. თეატრმა „ცენტრალ პარკისგან“ სპილოც კი იქირავა, რომ სპექტაკლში მონაწილეობა მიეღო.
  • და რაც ყველაზე მთავარია, „ქართველი ქალების“ პრემიერა თვითონ ამ ქალების სამშობლოშიც გაიმართა.
  • ოფენბახის შედევრად აღიარებული მუსიკალური თხზულების პრემიერა თბილისის ოპერის 1877-78 წწ. სეზონზე თბილისში შედგა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: