პროფესიით კინოდოკუმენტალისტი, 1984-1994წწ. მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის თეატრალური სექტორის პედაგოგად მუშაობდა. 1993-2010წწ. საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტია მოსკოვში; 1995-1999წწ. მოსკოვის საბავშვო გადაცემა “Tsiplionok”-ი, საბავშვო პროგრამების პროდიუსერი იყო, დამდგმელი რეჟისორია დოკუმენტური ფილმების: “დოდო ჭიჭინაძის მასტერკლასი”, “უებრო სიყვარული”, “დიდირეპეტიცია “სოფიკო”, “თბილისომანია”, სცენარის ავტორია ფილმების: “უებრო სიყვარული”, “დიდი რეპეტიცია “სოფიკო”, “თბილისომანია”. ასეთია მსახიობ ელგუჯა ბურდულის ქალიშვილის მაია ბურდულის ცხოვრების შთამბეჭდავი ამბავი, რომელიც ემიგრაციიდან, როგორც თავად ამბობს, პატრიარქის მოწოდების შემედეგ ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.
სტუმრები: მაია ბურდული – კინოდოკუმენტალისტი, პედაგოგი. დიმიტრი ზაგლინსკი – უკრაინაში მცხოვრები პოლონელი ოპერატორი და მოსკოვში მცხოვრები ემიგრამტი ბავშვები.