„ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“ ბელგიის სამეფოში
„ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“ ბელგიის სამეფოში

ბელგიის სამეფოში დარეგისტრირდა ორგანიზაცია „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“, ქართული ორგანიზაცია შეუერთდა ინტერნაციონალურ კომიტეტს, სადაც მსოფლიო დიასპორული ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი. ინტერნაციონალური კომიტეტი მუშაობს 1950 წლიდან,ის ერთ სივრცეში აერთიანებს 120-ზე მეტი ქვეყნის დიასპორულ ორგანიზაციას. მათი მთავარი ღირებულებებია ევროპული პრინციპები, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და ამასთანავე საკუთარი ტრადიციების შენარჩუნება. ინტერნაციონალური კომიტეტი არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მულტიფუნქციური ფედერაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ემიგრაციის გაერთიანებით ქმნის სოლიდარობის და ეთნიკური კულტურის პრეცედენტებს. მასში შემავალი ორგანიზაციები, ყველა საჭირო მიმართულებით, კოორდინირებულად მუშაობენ ბელგიის ხელისუფლებასთან და ევროსტრუქტურებთან. „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორისათან ურთიერთობის დეპარტამენტის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, დაეხმარება მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს.
როგორ დაეხმარება „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს? ინტერნაციონალური კომიტეტის დახმარებით, ევროსტრუქტურებთან თანხვედრილი პროგრამებით, პროექტებით და თანამშრომლობით, როგორ ჩამოაყალიბებენ და წარადგენენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ევროპული სტანდარტების მქონე ემიგრაციის სანიმუშო იმიჯს, ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად.
სტუმრები: ანა ბალამწარაშვილი – ბელგიის სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ორგანიზაცია „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი  და ამავე ორანიზაციის დირექტორი  – ნათია შათირიშვილი.