#ქართული ესტრადის 100 წელი
ქართული ესტრადის სათავეები დაკავშირებულია დები იშხნელების სახელთან. 1962 წელს კაკო ძიძიგურმა პირველად ჩაწერა რადიოში მათი სიმღერები. ამ ოჯახის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი მანანა მენაბდე საუბრობს მათ დამსახურებაზე და ასრულებს მათი რეპერტუარიდან სიმღერას „ყოველ სნეულებაზე“ ჯემალ ბაღაშვილთან ერთად. ჯემალ ბაღაშვილი აღნიშნავს იშხნელების გავლენას ქართული ესტრადის შემდგომ განვითარებაზე.
ჯანო კახიძის მიერ შექმნილი ანსამბლი “შვიდკაცა” 1958 წელს მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე ოქროს მედალს იმსახურებს, მათი შესრულებით გადაცმაში გაჟღერდა ჯანო კახიძის “გაზაფხული”
სტუმრები: ჯემალ ბაღაშვილი, მანანა მენაბდე