ქართული ეკლესია და დიასპორა მსოფლიოს ქვეყნებში
ქართული ეკლესია და დიასპორა მსოფლიოს ქვეყნებში

უცხოეთში ქართული ტაძრების არსებობას ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეკლესია იქ სულიერებასთან ერთად, ზრუნავს, ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებს ქართული ენა არ დაავიწყოს და სამშობლოს სიყვარული ასწავლოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკლესიებს გარკვეული საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს, ვინაიდან ტაძრის აგებასთან ერთად იქვე ფუძნდება სამრევლო სკოლები, სადაც ემიგრაციაში დაბადებული ბავშვები ქართულ ენას, ისტორიას, სიმღერასა და ცეკვას ეუფლებიან. ამ თემაზე ხშირად ვგებულობთ ახალ ინფორმაციებს მართლმადიდებლურ ჟურნალ „კარიბჭეში“.

სტუმარი: თამარ მამაცაშვილი –  ჟურნალ „კარიბჭის” მთავარი რედაქტორი.

სატელეფონო ჩართვა: ლელა კუხიანიძე.