ქართულ -ებრაული ურთიერთობები
ქართულ -ებრაული ურთიერთობები

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც – ებრაულ, ისე ქართულ კულტურას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მიმართა იუნესკო-ს, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოხდეს.

გადაცემაში მონაწილეობენ : დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გივი ღამბაშიძე
ქოენი ბ-ნი რაფიელ მესენგისერი.

სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი(სატელეფონო ჩართვა)
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი – ბატონი ნიკოლოზ ანთიძე(სატელეფონო ჩართვა)