პირველი ტელესპექტაკლის პრემიერა იანვარში შედგება, რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის ექსპერიმენტულმა ნამუშევარმა „უკუმენტაროდ“, უკვე რამდენიმე დღეა, აბრეშუმის თეატრის სცენიდან პირველი არხის პავილიონში გადმოინაცვლა. უნივერსალური ენით გადმოცემული ამბავი, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში გასაგები და მარტივი იქნება. ისტორიას, მსახიობებთან ერთად ჩრდილები, ნივთები და ბგერები აცოცხლებენ.
სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ საბაშვილი – რეჟისორი.
რეპორტაჟის ავტორი: მარიამ ჩოჩია.
გადაცემის წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.