,,პიკნიკი“ - პრემიერა რუსთავის თეატრში
,,პიკნიკი“ - პრემიერა რუსთავის თეატრში

2 მაისს, რუსთავის თეატრის მცირე სცენაზეესპანელი დრამატურგის, სცენარისტისა და მსახიობის ფერნანდო არრაბალის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა შედგება.

,,პიკნიკი“ – გროტესკით გადმოცემული მტკივნეული ამბავი, თუ რატომ ეწირებიან ახალგაზრდა გამოუცდელი ადამიანები ომს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მათ მიერ დაღვრილი სისხლი. ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მოპოვებული სახელისუფლებო წარმატება და პრობლემა, რომელიც მუდმივი განსჯის საგანია.
,,
პიკნიკი“ – ფანტასმაგორია, თუ როგორ წყვეტენ ომის მშვიდობიანად დასრულების ბედს, ფრონტის წინა ხაზზე, შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩასული მშობლები.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი ოსეფაშვილი – სპექტაკლის რეჟისორი, მუსიკალი გამფორმებელი და ქორეოგრაფი.