ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისთვის. პროგრამა ხორციელდება საქართველოს რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით.
სტუმარი: გია ნოზაძე – USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სწავლა-სწავლების დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
