პიკის საათი - ზღაპრები თქვენი პატარებისთვის!
პიკის საათი - ზღაპრები თქვენი პატარებისთვის!

„უიღბლო მეომარი,“ „დედის ზღაპარი,“ „მელიას ეშმაკობა,“ „მახინჯი ჭუჭული,“ „წინწკლებიანი მუსტანგი,“ „როგორ გააბრიყვა ბერიკაცმა დედაკაცი,“ „როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“ – ამ ზღაპრებს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მონაცვლეობით და ყოველ საღამოს, 20:00 საათზე, თეატრის ფეისბუქგვერდზე წაუკითხავენ პატარებს. პროექტი 19 აპრილამდე გასტანს. უკვე წაკითხული ზღაპრები ბაყაყი-უფლისწული,“ „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ და „პრინცესა ცერცვის მარცვალზე“ ატვირთულია თეატრის ფეისბუქგვერდზე.

სატელეფონო ჩართვა: ნიკუშა ფაიქრიძე – მსახიობი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: