პიკის საათი - ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილე
პიკის საათი - ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილე

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 169-ე თეატრალურ სეზონს კონცერტით დახურავს, რომლეიც ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელის, უდიდესი ქართველი კლასიკოსის, დირიჟორის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტზე შესრულდება ფრაგმენტები ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“. საიუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დირიჟორები: ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია, მალხაზ კობახიძე.

თეატრის სარკეებიან დარბაზებში მოეწყობა გამოფენა, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება გადაავლოს თვალი ზაქარია ფალიაშვილის ფოტოებს, მის ნოტებს (ხელნაწერებს), კომპოზიტორის ოპერების აფიშებს, პროგრამებს, კოსტიუმებს, მაკეტებს.

სატელეფონო ჩართვა: რევაზ ტაკიძე – დირიჟორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი