პიკის საათი -„ზამთარი გადატანილია“
პიკის საათი -„ზამთარი გადატანილია“

,,ადამიანებს რაღაცები გვავიწყდება  და კიდევ კარგი, რომ გვავიწყდება! ფოტოგრაფია კი ინახავს და გვახსენებს ყველაფერს, რაც გაცილებით მსუბუქად გვახსოვს…“ – ამბობს გურამ წიბახაშვილი, რომელიც ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებთან ერთად, მნახველსა და მკითხველს 250 ფოტოს შესთავაზებს წიგნის სახით – ,,ზამთარი გადატანილია.“

წიგნი „ზამთარი გადატანილია“ დათქმაა, რომლის მიხედვითაც ავტორს სწამს,რომ ყველა სირთულე უკან დარჩა და იმ დროს არსებული წინააღმდეგობებით შთაგონებული ხელოვნებაც ისტორიის ნაწილად იქცა, თუმცა ამ ექსპოზიციაში დროდადრო მაინც იჩენს თავს კითხვები:  რა დაგვრჩა 1990-იანი წლებიდან? რა შეიცვალა 25 წლის შემდეგ? შეიცვალა თუ არა რამე, ან სულაც,  „ზამთარი გადატანილია?“

სტუმარი: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი.