პიკის საათი - ზაირა არსენიშვილის „რეკვიემი“ - ხელახალი გამოცემა
პიკის საათი - ზაირა არსენიშვილის „რეკვიემი“ - ხელახალი გამოცემა

მალე გამოვა ქართველი მწერლის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015 წწ.) რომანის „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ხელახალი გამოცემა. რომანი პირველად XX საუკუნის 90-იან წლებში მცირე ტირაჟით გამოვიდა.

XX საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. დადგა ე. წ.ოტტეპელი.“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს.

შეგახსენებთ, რომ უკვე გამოქვეყნდა ზაირა არსენიშვილის რომანის „ვა, სოფელო“ ხელახალი გამოცემა და პროზაული კრებული „კენჭები.“

სატელეფონო ჩართვა: შორენა ლებანიძე – მწერალი,

ანა ჭაბაშვილი – „სულაკაურის გამომცემლობის“ რედაქტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: