პიკის საათი - „ყველა თანასწორია”- გენდერულ თანასწორობის შესახებ ანგარიში ქართულ ენაზე
პიკის საათი - „ყველა თანასწორია”- გენდერულ თანასწორობის შესახებ ანგარიში ქართულ ენაზე

გენდერულ თანასწორობაზე მომზადებული ანგარიში „ყველა თანასწორია“ უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ანგარიშზე, 11 ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფი  თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

„ყველა თანასწორია“ საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც  EBU-ის წევრი ქვეყნების რეალურ მაგალითებზეა აგებული. ანგარიში ევროპის მაუწყებელთა კავშირის 83-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა.

თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ბალანსის ჯგუფის ხელმძღვანელად  EBU-ს პრეზიდენტმა/BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა თავად  წარადგინა.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ბალანსის ჯგუფის ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: