პიკის საათი - ჟურნალისტი კინოხელოვნებაში
პიკის საათი - ჟურნალისტი კინოხელოვნებაში

მისთვის ხელოვნებისადმი ინტერესი ფოტოგრაფიაში გადადგმული პირველი ნაბიჯებით დაიწყო.  შემდეგ იყო კინოდებიუტი. „პატარა რექვიემი ბებიასთვი“ ოთხ კედელს შორის გადაღებული ფილმია, რომელმაც წარმატება მოუტანა და არჩევანის სისწორეში დაარწმუნა. ცოტა ხნის წინ პირველი არხის შეთავაზება გამოიყენა და საოპერატორო კურსი გაიარა. თვლის, რომ რეჟისორი კარგად უნდა ფლობდეს ამ პროფესიის ნიუანსებს.

„ჩემთვის კინო ხელოვნების ის სფეროა, სადაც ყველაზე ბუნებრივად ვგრძნობ თავს, სწორედ მისი საშუალებით მეძლევა შანსი საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოვხატო“.

სტუმარი: თამარ ბენაშვილი – „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: