პიკის საათი - ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა
პიკის საათი - ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა

ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. 2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო 7 სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცა 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს.

26 მაისიდან მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება.

სტუმარი:  ბექა ბარამიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: