პიკის საათი - ვახტანგ კახიძის კამერული მუსიკის კონცერტი
პიკის საათი - ვახტანგ კახიძის კამერული მუსიკის კონცერტი

17 მარტს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების ციკლი მაესტროს მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კამერული ჟანრის ნაწარმოებების კონცერტით გაგრძელდა.  პროგრამაში იყო – „ინ მემორიამ (ხსოვნისთვის) „მუნ დენსის“ (მთვარის ცეკვები) ბლითს ფენტეზი“ (ბლიც ფანტაზია) ბრუდერშაფტ (ვახტანგური)

კონცერტში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სოლისტები გიორგი ხაინდრავა, გიორგი ხარაძე და გიორგი კოვალიოვი მონაწილეობდნენ.

თავად ავტორი მსმენელის წინაშე წარსდგა როგორც დირიჟორი, პიანისტი და მომღერალი.

საიუბილეო კონცერტების ციკლი, 23 მარტს, საგუნდო-მუსიკალური მუსიკის კონცერტით გაგრძელდება.

ავტორი: ეკა ტალახაძე.