პიკის საათი - ,,ვაჟაობა“ საერთაშორისო მასშტაბით
პიკის საათი - ,,ვაჟაობა“ საერთაშორისო მასშტაბით

„წელს ვაჟას დაბადების თარიღს, 14 ივლისს, ვერ ვიზეიმებთ, გასაგები მიზეზების გამო…
ვერც დიდი სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა“ გაიმართება, უკვე მესამედ!
წელს ვერ შევძლებთ წინასწარ დაგეგმილი სცენარით, რიტუალური სანახაობებით, მაყურებლებით, პოეზიისა და უბრალოდ გართობის მოყვარული ვიზიტორებით დატვირთული ღონისძიება გავიმეოროთ, მაგრამ წელს შეგვიძლია ვაჟა-ფშაველას დღესასწაული ვიზეიმოთ ისე, როგორც არასდროს ყოფილა ჯერ!
შეგვიძლია ,,ვაჟაობა“ ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ და მსოფლიოს ქართველობამ ისე, რომ ეს დღესასწაული იყოს ყველასი!
ამისთვის საჭირო არ არის სცენარები, რეჟისორები, მოსაწვევები დაა. შ.
ამისთვის საჭიროა ვაჟას, მისი პოეტური სიტყვისა და აზრის სიყვარული მხოლოდ!“

სატელეფონო ჩართვა: ლელა რაზიკაშვილი – ვაჟა-ფშაველას შთამომავალი;  ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: