პიკის საათი - Universal Studios-ს მენეჯერები საქართველოში
პიკის საათი - Universal Studios-ს მენეჯერები საქართველოში

ახალციხე, ვარძია, ხერთვისი, ბორჯობი, ლიკანი, ყაზბეგი, კახეთი, თბილის და რუსთავი – ეს ის მიმართულებებია, რომელსაც დღეიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოინახულებენ საქართველოში ვიზიტად მყოფი Universal Studios-ს წარმომადგენლები.

Universal Studios კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის ფორსაჟი სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი. მათ სხვადასხვა დროს უმუშავიათ ისეთ ფილმებზე როგორებიცაა: The Suicide Squad, Captain Marvel, Black Panther, Transformers, Iron Man, The Dark Knight Rises, Inception, The Lion King, Once Upon a TimeIn Hollywood, Pirates of the Caribbean, Mr. & Mrs. Smith, Mission: Impossible, X-Men და სხვა.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში.

სტუმარი: დავით ვაშაძეკინოკომისიონერი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: