პიკის საათი - #უკრაინა - საქართველო უკრაინელი რეჟისორის ობიექტივში
პიკის საათი - #უკრაინა - საქართველო უკრაინელი რეჟისორის ობიექტივში
  • „ომის დაწყების დღიდან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები სამ ქალაქში გადავნაწილდით – კიევში, თბილისსა და პარიზში. ვცდილობთ  დოკუმენტურად ავსახოთ ის ისტორიები, რაც რუსეთის ფედერაციის დანაშაულებს ასახავს.  ეს ისეთი მძიმე ისტორიებია, რომ ხან მე ვტიროდი კამერის უკან და ხან ჩემი ოპერატორი“ – ამბობს უკრაინელი რეჟისორი ვსევოლოდ გალჩენკო, რომელიც საქართველოში დოკუმენტურ მასალას იღებს. მისი მიზანია ფილმებისა თუ სიუჟეტების სახით იმ ადამიანების ამბები შეაგროვოს, რომელთა ცხოვრებაც დევნილობაში რადიკალურად შეიცვალა.

რეჟისორი დეტალურად გაეცნო საქართველოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის სპეციფიკას უკრაინის თემატიკასთან მიმართებით.  ჩაწერა ინტერვიუები მაუწყებლის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილთან და ტელე-რადიო პროდიუსერებთან.  მომზადებული სიუჟეტები უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა.

ამჟამად რეჟისორი მუშაობს ფილმის „კონოტოპელი ჯადოქრები“ სცენარზე, რომელიც იმ კონოტოპელი გმირი ქალების ამბავს ასახავს, რომლებიც ქალაქში შესულ რუს სამხედროებს დაუპირისპირდნენ.

სტუმარი: ვსევოლოდ გალჩენკო– უკრაინელი რეჟისორი; ნინო ნასყიდაშვილი – თარჯიმანი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი:  ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: