პიკის საათი - „ტვიფრი“ - ახალი სახელოვნებო პლატფორმა საქართველოში
პიკის საათი - „ტვიფრი“ - ახალი სახელოვნებო პლატფორმა საქართველოში

9 წლის წინ საქართველო დატოვა და ავსტრიაში სასწავლებლად გაემგზავრა,  გრაფიკული დიზაინით დაინტერესდა და დღემდე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მალევე მეტი ინტერესი ნუმიზმატიკის მიმართ გაუჩნდა და 2019 წელს პირველად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ოლიმპიურ მონეტაზე იმუშავა.

სულ ახლახანს საქართველოში დააარსა პირველი სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმა „ტვიფრი“, რომელიც ქართული წარმოების სამახსოვრო მედლების შექმნაზე იმუშავებს. დამზადდება როგორც საკოლექციო, ასევე საიუბილეო თემატიკის მედლები.

ამ პროექტის ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი.

რესპონდენტი: ივა ჯანეზაშვილი – გრაფიკული დიზაინერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: