პიკის საათი - ტრანსპოეზიის ფესტივალის ქართველი ავტორები
პიკის საათი - ტრანსპოეზიის ფესტივალის ქართველი ავტორები

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მწერალთა სახლის თანამშრომლობით, ქართველი პოეტის, ლია სტურუას ლექსი ტრანსპოეზიის ფესტივალში მონაწილეობს. „რამდენი უპასუხობა“ ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე განთავსდა. ლექსის ხილვა მსურველებს ბრიუსელის მეტროში 12 ოქტომბრამდე შეეძლებათ, ხოლო 12 ოქტომბრიდან ქართველი პოეტის ლექსი სხვა ევროპელი ავტორების პოეზიასთან  ერთად სენკანტენერის პარკის (ბრიუსელი) ღობეზე განთავსდება.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფესტივალში ოთხი ქართველი პოეტი მონაწილეობდა: შოთა იათაშვილი, მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი და ლია სტურუა.

რესპონდენტები: ლია სტურუა – პოეტი, ნინო ნადიბაიძე – მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამების მენეჯერი, ბაჩანა ჩაბრაძე – მთარგმნელი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: