პიკის საათი - ,,თინათინის გამეფება“ ახალი ზელანდიის ერთდოლარიანი მონეტის რევერსზე გამოჩნდა
პიკის საათი - ,,თინათინის გამეფება“ ახალი ზელანდიის ერთდოლარიანი მონეტის რევერსზე გამოჩნდა
  • ლიეტუვის ზარაფხანის მიერ ახალი საკოლექციო მონეტის შესაქმნელად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ავსტრიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ივა ჯანეზაშვილმა გაიმარჯვა. უკვე დაიბეჭდა ახალზელანდიური ერთდოლარიანი, რომლის რევერსზეც თინათინის გამეფების სცენაა დატანილი შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი.“ 31.1 გრამიანი ვერცხლის მონეტის საკოლექციო რაოდენობა  1000 ერთეულია.
  • მონეტის მხატვარია მამუკა მიქელაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ სამხატვრო აკადემიაში ასწავლის და ქმნის ფერწერულ ტილოებს, მონუმენტური და საეკლესიო მხატვრობის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

სტუმარი: მამუკა მიქელაძე – მხატვარი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: