პიკის საათი - ტფილისის სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება
პიკის საათი - ტფილისის სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება

საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს ქალებმა თვით ორგანიზებით რამდენიმე ქალთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს. მათ შორისაა თბილისში დაფუძნებული „ტფილისის სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება“. საზოგადოების მიზანი ობოლ ბავშვებზე ზრუნვა და მათთვის განათლების მიღების ხელშეწყობა იყო.

ორგანიზაციას საკუთარი ანგარიშიც ჰქონდა ბანკში გახსნილი სადაც 1909 წლის მონაცემებით შემოწირულობითა და საქველმოქმედო ღონისძიებებით შეგროვებულ 1200 მანეთს ინახავდა და რამდენიმე ათეულ ობოლ ბავშვსაც ჰპატრონობდა.

საზოგადოებამ რამდენიმე ათეული წელი იარსება და თბილისის მნიშვნელოვან ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას წარმოადგენდა.

სტუმარი: თამარ სიხარულიძე – ხელოვნებათმცოდნე თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოფენების მენეჯერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: