პიკის საათი - ტესტირების კვირეული აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე
 პიკის საათი - ტესტირების კვირეული აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე

ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ, რათა  რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ. ეს ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ამ კამპანიაში ასობით ორგანიზაცია მონაწილეობს. ევროპული ტესტირების კვირეულს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც“ უერთდება. წლევანდელი ეპიდემიის პირობებში რთულია ისეთივე მასშტაბური ღონისძიებების გამართვა, თუმცა, ზიანის შემცირების ცენტრები აგრძელებენ მუშაობას და მაღალი რისკის ჯგუფებს და მოსახლეობას ისევ სთავაზობენ ტესტირებას აივ-ზე და ჰეპატიტებზე.

სატელეფონო ჩართვა: მაკა გოგია„შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამების დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: