პიკის საათი - თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
პიკის საათი - თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

2021 წლის 4 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში,Covid 19 პანდემიის გამო, გუნდების შემოქმედებითი ცხოვრებაც შეიცვალა. ვერც წლევანდელ ფესტივალს შეუერთდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული გუნდები და პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 6 კონცერტი და 1 მასტერკლასი, სრულად იქნება დატვირთული საქართველოში მოღვაწე გუნდებით.

  • საფესტივალო კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

სტუმარი: მაია ჩაჩავა – ფესტივალის დირექტორი

სატელეფონო ჩართვა: არჩილ უშვერიძე – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, თამარ თალაკვაძე – საქართველოს უსინათლოთა კულტურის ცენტრის ქალთა ანსამბლ „ლირას“ ხელმძღვანელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: