პიკის საათი – თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

14:28, 24.01.2019
-0:00

ჰეიდარ ალიევის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თურგაი  ველიზადე დაინიშნა. თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრში რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა. მას დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი როგორც თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე, ასევე პოლონეთსა და ლიეტუვაში. თურგაი ველიზადე, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

სტუმარი: თურგვაი ველიზადე – ჰეიდარ ალიევის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

 

  

მსგავსი