პიკის საათი - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“
პიკის საათი - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“

2021 წლის 23 აპრილს იუნესკოს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალურად იხსნება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს იუნესკოს, წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის, ფრანკფურტისა და გვადალახარას წიგნის ბაზრობების წარმომადგენლები და კუალა ლუმპურის მერი  ესტუმრებიან.

2019 წლის ოქტომბერში, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდება მოიპოვა. თბილისის მერიის სახელით, ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ მიერ წარდგენილმა პროექტმა, 15 უდიდესი ქალაქის პროექტებს გაუწია კონკურენცია და ჩვენმა დედაქალაქმა პირველივე მცდელობაზე მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი. ამ სტატუსს თბილისი 2021 წლის 23 აპრილიდან 2022 წლის 23 აპრილამდე ატარებს. წლის განმავლობაში დაგეგმილია ასამდე ღონისძიებისა და პროგრამის განხორციელება.

სტუმარი: ნინო კიკნაძე – პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის მოადგილე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: