პიკის საათი - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მთარგმნელების სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
პიკის საათი - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მთარგმნელების სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

27 მაისიდან გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, ელექტრონულ მისამართზე [email protected], 16 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, მოკლე ბიოგრაფია და ნებისმიერი ენიდან შესრულებული დაურედაქტირებელი თარგმანის ნიმუში (10-15 გვერდი), რომელსაც შეაფასებს სარედაქციო კომისია. გადარჩეული განაცხადებიდან, გამარჯვებულებს გამოავლენს კონკურსის ჟიური. ასევე, კონკურსანტებმა უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ სურთ შერჩეული ენის შესწავლა. მათ სამოტივაციო წერილში უნდა ჩანდეს ამ ენაზე არსებული ლიტერატურის დაახლოებითი ცოდნა, რაც პოტენციურ გამომცემელთან სამომავლო თანამშრომლობასაც გაუმარტივებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის პრიორიტეტული ენებია: იაპონური, პორტუგალიური, უნგრული, შვედური, ჩინური, ფინური, ესპანური, იტალიური, კორეული და არაბული.

კონკურსის მიზანია მოამზადოს მთარგმნელები ქართულ ენაზე ნაკლებად თარგმნილი ენებიდან.

სატელეფონო ჩართვა: ლუკა გრიგოლია„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: