პიკის საათი – „თბილისი რიტმი”
თბილისის ღონისძიებათა კალენდარს ხელოვნების კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალი შეემატა: „თბილისი რიტმი“, რომლის ოფიციალური წარდგენა გაიმართა 2017 წლის 24 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პროექტით „მარე ნოსტრუმ“- ვირტუოზი მუსიკოსების: იტალიელი მესაყვირის პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის იან ლუნდგრენის მონაწილეობით.
წელს, 12 ივნისს, ფესტივალს გახსნის ჯაზის “ამომავალი ვარსკლავის” ჯილდოს მფლობელი, 18 წლის ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად. 23 ივნისს, ფესტივალს დახურავს “ნიაზ დიასამიძე 33 ა” თბილისის საკონცერტო დარბაზში.
სატელეფონო ჩართვა: ანი ლაღიძე – კომპანია ,,თაგის არტი“-ის დამფუძნებელი, პროდიუსერი და არტ-მენეჯერი