პიკის საათი - თბილისი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021: Pop-up გამოფენა „გერმანული მრავალფეროვანი ენაა“
პიკის საათი - თბილისი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021: Pop-up გამოფენა „გერმანული მრავალფეროვანი ენაა“

გამოფენაზე „გერმანული მრავალფეროვანი ენაა“ წარმოდგენილია 300-ზე მეტი წიგნი – მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები, ასევე დარგობრივი ლიტერატურა. გარდა  ამისა, გამოფენა სთავაზობს დამთვალიერებელს გერმანული ენის სწავლების სახელმძღვანელოებს, „საუკეთესო გერმანულ წიგნებს“ და გერმანულ ლიტერატურას ქართულ თარგმანში.

2021 წლის 13 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოფენა დამთვალიერებელს აკაკი წერეთლის სახელობის განახლებულ ბიბლიოთეკაში უმასპინძლებს.

სტუმარი: ია ვეკუა – პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საზოგადოებასთან  ურთიერთობის მენეჯერი.

სატელეფონო ჩართვა: ზურაბ ბოლქვაძე – გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: