პიკის საათი - „თავადის ქალი მუნდირში“ - კატი დადეშქელიანის უნკალური ამბავი
- 1934 წელს ლონდონში, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტი ქალის, კატი დადეშქელიანის (1890-1977) მემუარები: „თავადის ქალი მუნდირში“. მხატვრული სიტყვის გურმანები კანადიდან ვიდრე ავსტრალიამდე დღემდე ინტერესით ეცნობიან სვანეთის მმართველი საგვარეულო შტოს ღირსეული წარმომადგენლის, მამაცი და გონიერი, უიღბლო და მშვენიერი ქალბატონის მიერ მიმზიდველად მოთხრობილი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლების, მშვიდობისა და ომის ისტორიებს.
კატი, ეკატერინე დადეშქელიანი პირველ მსოფლიო ომში გამორჩეული სიმამაცისთვის გიორგის ორი ჯვრით დააჯილდოვეს.
სტუმარი: ქეთევან ტომარაძე – მთარგმნელი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
